logo
ENG



ვაშაძე კობახიძის განცხადებაზე: Deepfake ანუ ღრმა სიყალბე თვითონ ქართული ოცნებაა

26 ოქტ 202013:49
3 წუთის საკითხავი
 
ვაშაძე კობახიძის განცხადებაზე: Deepfake ანუ ღრმა სიყალბე თვითონ ქართული ოცნებაა

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ "დიფ ფეიკი, ანუ ღრმა სიყალბე" ქართული ოცნებაა, რომელსაც არჩევნებზე 35%-ზე მეტის აღების შანსი არ აქვს.

ვაშაძე ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება - ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის თქმით, ოპოზიცია გაყალბებული, Deepfake ტექნოლოგიით მომზადებული ვიდეოს გავრცელებას გეგმავს, რომელიც შესაძლოა სოციალურ ქსელში არჩევნების დღეს ან არჩევნების წინა დღეს განთავსდეს.

"დიფ ფეიკი ანუ ღრმა სიყალბე თვითონ ქართული ოცნებაა, რომელსაც შანსი არ აქვს, რომ არჩევნებში 35%-ზე მეტი აიღოს, ასე რომ, ხელი აიღეთ ყოველგვარი გაყალბების მცდელობისგან, იმიტომ რომ ამას ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ დავუშვებთ.

მოქალაქეებს მოვუწოდებ, მოდით არჩევნებზე იმისათვის, რომ ის უსამართლობა, გაჭირვება, სიღარიბე და  უპერსპექტიობა, რაც დღეს საქართველოშია ერთხელ და სამუდამოდ შევცვალოთ.

თითოეულ მოქალაქეზე და ამომრჩეველზეა დამოკიდებული საქართველო აღმშენებლობას დაიწყებს თუ  კვლავ ამ დიდ სიყალბეში იქნება, ამ დიდ ფეიკში, რომელსაც ისინი რვა წელია ტირაჟირებენ. ქართული ოცნების თითოეული ლიდერი მართლაც დიფ ფეიკია, თვითონ გამდიდრდნენ, ხალხი კი გააღარიბეს" -, ამბობს გიორგი ვაშაძე.

საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. 


close დახურვა