logo
ENG



ვაშაძე კონგრესმენების ანგარიშზე:ივანიშვილის კავშირები რუსეთთან პირდაპირ დადასტურებულია

11 ივნ 202010:52
3 წუთის საკითხავი
 

„ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ველოდოთ სანქციებსაც, ბევრ კონკრეტულ ნაბიჯს მათგან გადადგმულს, იმისათვის, რომ საქართველო დაუბრუნდეს დემოკრატიული განვითარების გზას”, - ასე აფასებს „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, აშშ-ის კონგრესის ანგარიშს, რომელშიც ნათქვამია, რომ „ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირეა“.

როგორც მან აღნიშნა, კონგრესისგან ასეთი განცხადება მისთვისაც მოულოდნელი იყო.

„სიმართლე გითხრათ, ჩემთვისაც კი მოულოდნელი იყო ასეთი განცხადებები საქართველოსთან დაკავშირებით. ეს ნიშნავს, რომ უკვე პირდაპირ დადასტურებულია ივანიშვილის კავშირები რუსეთთან; ეს ნიშნავს, რომ ამერიკელი მეგობრები არ მიატოვებენ საქართველოს, მის სტრატეგიულ პარტნიორს; ეს ნიშნავს, რომ ამ განცხადებებით აღარ შემოიფარგლება უკვე ამერიკის ქმედებები საქართველოს ხელისუფლებასთან, „ქართული ოცნების“ ლიდერებთან, პირადად ივანიშვილთან დაკავშირებით; ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ველოდოთ სანქციებსაც, ბევრ კონკრეტულ ნაბიჯს მათგან გადადგმულს, იმისათვის, რომ საქართველო დაუბრუნდეს დემოკრატიული განვითარების გზას. ეს გზავნილები არის ქართველი ხალხისთვის. თუ აქამდე საზოგადოებაში ბევრს ეჭვი ეპარებოდა რუსეთთან კავშირზე ბიძინა ივანიშვილის და ბევრი კითხვის ნიშანი იყო, ამისთვის არის ეს განცხადება,  რომ ჩვენც მოვისმინოთ და ჩვენ უნდა გავაკეთოთ საბოლოო ჯამში არჩევანი - საქართველო, რომელიც ამერიკის, ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორია, მათთან ერთად ვვითარდებით თუ საქართველო, რომელიც რუსეთისკენ იხედება, კორუფციის ჭაობში ეფლობა, ყოველდღიურად უფრო და უფრო გვიჭირს, ნატო-ზეც უარს ვამბობთ და ევროკავშირზეც. ეს არჩევანი დგას რეალურად. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ყველაფერი ძალიან კარგად იციან ამ კონგერსმენებმა, ბევრ მათგანს პირადად ვიცნობ, ბევრთან ვმეგობრობ. მაგალითად ერთი წლის წინ, იყო პრობლემები ჩავსულვარ და მითქვამს, განცხადება გააკეთეთ თქო, მაგრამ თავს იკავებდნენ. ისინი ამბობდნენ. სანამ მტკიცებულებები არ გვექნება ბევრ საკითხზე, ჩვენ განცხადებას არ გავაკეთებთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ბიძინა ივანიშვილი ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერია - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენების ანგარისში ვკითხულობთ. დოკუმენტში რომელიც 13-მა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა შეიმუშავა  ვკითხულობთ, რომ ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირე და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაში ჩართული ოლიგაარქია. რესპუბლიკური პარტიის წევრებს მიაჩნიათ, , რომ აშშ-მა რუსეთის პრეზიდენტის მომხრე ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციები უნდა დააწესოს.


close დახურვა