logo
ENG



ვაშაძე მოსახლეობას: გთხოვთ, რომ მოხვიდეთ არჩევნებზე და ოპოზიციას დაუჭიროთ მხარი

20 ოქტ 202013:45
3 წუთის საკითხავი
 

სტრატეგია აღმაშენებელის პრემიერმინისტრობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე მოსახლეობას მოუწოდებს, არჩევნებზე მივიდნენ და ხმა ოპოზიციას მისცენ.

როგორც ვაშაძემ ფორმულას ეთერში განაცხადა, ოპოზიციას, ხალხთან ერთად, არჩევნებში გამარჯვება შეუძლია.

"ხალხს ეშინია კორონავირუსის, მაგრამ უფრო მეტად ეშინია შიმშილის და შიმშილის სინონიმი დღეს არის დამსხვეული ოცნებების პარტია, ფულის მკეთებელთა გუნდი, რომელიც ხელისუფლებაშია. მე მივმართავ თითოეულ მოქალაქეს, ჩვენ, ოპოზიციას, თქვენთან ერთად, უპირობოდ შეგვიძლია გავიმარჯვოთ ამ არჩევნებში. ერთადერთი, რისი იმედიც ქართულ ოცნებას დარჩა, არის დაბალი აქტივობა, მე მჯერა, რომ თითეული თქვენგანი თქვენს თავზე აიღებთ პასუხისმგებლობას და მიხვალთ არჩევნებზე", - განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, ხელისუფლების მშვიდობიანი გზით ცვლილება ქვეყანაში ნეგატიურ ფონს დადებითით შეცვლის.

"არჩევნებზე მისვლა არის ის შემობრუნების წერტილი, რომელიც საქართველოს დღეს სჭირდება. საქართველოს სჭირდება ახალი თაობის მმართველობა, პროფესიონალები ხელისუფლებაში. ჩვენ ვიქნებით თქვენ სამსახურში. ყველა ამ ნეგატიურ ფონს, რაც ქვეყანაშია, ერთადერთი რამ შემოატრიალებს პოზიტიური განწყობებისკენ - ხელისუფლების მშვიდობიანი, დმეოკრატიული ცვლილება. თქვენ ხელშია საქართველოს ბედი, თქვენი პერსონალური, თქვენი ოჯახის ბედი და აუცილებლად უნდა მოხვიდეთ არჩევნებზე. გთხოვთ, რომ მოხვიდეთ და ოპოზიციას დაუჭიროთ მხარი", - აღნიშნა ვაშაძემ.


close დახურვა