logo
ENG



ვაშაძე ოცნებაზე:უნდათ ე.წ. დიქტატორული ფუნქციები როგორც უნდათ ისე გამოიყენონ

22 მაი 202012:21
3 წუთის საკითხავი
 

მთავრობის მხრიდან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების უფლებამოსილების შესაძლებლობას არაკონსტიტუციურს უწოდებს არასაპალმანეტო ოპოზიცია. ასევე მათივე მტკიცებით, დარღვევებია ჯანდაცვის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებშიც. როგორც ხელისუფლების ოპონენტები განმარტავენ, ხელისუფლების მხრიდან მსგავსი გადაწყვეტილება კონკრეტულ მიზანს ემსახურება.

"ხელისუფლება თავიდან ბოლომდე საქმის იმიტაციითაა დაკავებული, ფუქსავატობით და ახლა უბრალოდ კონსტიტუციას არღვევენ. იმის ნაცვლად, რომ მათ ჩაწერონ კანონში, რომ პარლამენტს მიმართონ ყველა შეზღუდვის შემთხვევაში, რადგან ეს გადაწყვეტილება სწორედ პარლამენტმა უნდა მიიღოს, უნდათ რომ მთავრობას შეუნარჩუნდეს საზედამხედველო ფუნქცია. რატომ? იმიტომ, რომ მათი პოლიტიკური ინტერესებისთვის, რაც საჭირო იქნება მერე, ე.წ. დიქტატორული ფუნქციები როგორც უნდათ ისე გამოიყენონ. ეს ასე არ შეიძლება და ესაა დაუშვებელი. რაც არ უნდა ვადა იყოს მითითებული, მათ უნდა აიღონ ვალდებულება, პარლამენტს შეუთახმონ ნებისმიერი აკრძალვა",-აცხადებს გიორგი ვაშაძე. 

არასაპარლამენტო ოპოზიციის მტკიცებით, ამ შემთხვევაში ყველაფერი ნათელია და ცალსახაა, რომ ხელისუფლებას აღნიშნული კანონპროექტის მიღება კონრეტული გეგმის განხორციელებისთვის სჭირდება. კერძოდ, მის ამოქმედებას შეძლებს მაშინ, როცა ამის საჭიროებას დაინახავს. ეს კი განსაკუთრებით საგანგაშოა წინასაარჩევნო პერიოდში.

"ამ კანონპროექტით ჩანს, რომ ხელისუფლეაბ აქვს უფლება გეგმები, რომელიც არ გაუჟღერებია და შეიძლება ეს გამოვიცნოთ. ამ კანონპროექტით ირღვევა კონსტიტუცია, რადგან იზღუდება კონკრეტული უფლებები. გარდა ამისა, ამ კანონპროექტით უგულებელყოფა ხდება მთლიანად პარლამენტის როლის. გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ სურს ამ პროცესში ჩართოს პარლამენტი და ამზადებს ვითარებას ისე, რომ სამომავლოდ, თუ მას დასჭირდა, ადამიანის უფლებების შეაზღუდვა, შეკრების შეზღუდვა, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა - ამ ყველაფერს ის პარლამენტის თანხმბის გარეშე გააკეთებს, რაც ძალიან სახიფათოა, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში",-აცხადებს ხათუნა სამნიძე. 

შეგახსენებთ, რომ პარტია "ლელოს საქართველოსთვის" სასამართლოში სარჩელი შეიტანა. საქმე ეხება მთავრობის მხრიდან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების არაკონსტიტუციურად ცნობას, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში უკვე მიიღო.


close დახურვა