logo
ENG



ვაშაძე ოცნებას: არ გაძლევთ უფლებას, გახვიდეთ შარლ მიშელის შეთანხმებიდან

28 ივლ 202118:33
3 წუთის საკითხავი
 
ვაშაძე ოცნებას: არ გაძლევთ უფლებას, გახვიდეთ შარლ მიშელის შეთანხმებიდან

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ქართული ოცნება მიშელის დოკუმენტს დაუბრუნდეს. ვაშაძის თქმით, არ იღებს განცხადებას შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით. 

"ყურით მოგიყვანეს და მოგაწერინეს ხელი შეთანხმებას, ასევე თქვენი ხელით მოგაწერინებენ ხელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე. არ გაძლევთ უფლებას, გახვიდეთ შარლ მიშელის დოკუმენტიდან. არავინ არაფერს გეკითხებათ, ეს თქვენი საქმე არ არის, ამ დოკუმენტს ჰყავს თავისი მედიატორები. [...]

არ ვიღებ განცხადებას ანულირებასთან დაკავშირებით და ეს დოკუმენტი აუცილებლად იქნება ძალაში, რადგან ის არის ჩვენ მიერ ხელმოწერილი და ჩვენთან, არც მოდერატორებთან და არც ქართველ ხალხთან არავის შეუთანხმებია დოკუმენტის ანულირება", - განაცხადა ვაშაძემ. 

თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე ქართულმა ოცნებამ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. 

ქართული ოცნება უარს ამბობს ვალდებულებაზე, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები 43%-ზე ნაკლების აღების შემთხვევაში. ამასთან, 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს და ამბობს, რომ არჩევნები, შესაძლოა, 53%-ის შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუმცა ეს მმართველი გუნდის "კეთილ ნებასა" და სხვადასხვა პირობაზე იქნება დამოკიდებული.

გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ განაცხადა, რომ პარლამენტს ტოვებს. ლელოში კი არ გამორიცხავენ, რომ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადონ.


close დახურვა