logo
ENG



ვაშაძე ხელისუფლებაზე: შემდეგ შეხვედრაზე თავის გარკვეულ ვერსიებს მოიტანენ

08 დეკ 201921:45
3 წუთის საკითხავი
 
sbueuie5v08pivh.jpg

ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრა, სადაც საარჩევნო სისტემის ცვლილებას განიხილავდნენ, დასრულდა. გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გადაცემაში "გიორგი თარგამაძის ფორმულა" განაცხადა, რომ ოპოზიცია ეუთო-ს დასკვნას ელოდება, რის შემდეგაც ისინი კონკრეტულ ქმედებებზე გადავლენ. 

„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი არის ეუთო-ს დასკვნის თარიღი, რომელიც ვფიქრობ, რომ იქნება ორ კვირაში და ამის შემდეგ ჩვენ უკვე გვექნება კონკრეტული ქმედებები. ამას უკავშირდება დიდი თარიღის დაანონსება. თუ ხელისუფლება გონს არ მოეგება, შეიქმნება საერთო ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელსაც ჩვენ დავიწყებთ სრულიად ახალი შინაარსით, ახალი სამოქმედო გეგმით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ თითოეული ადამიანი ჩაერთოს ამ პროცესში. არავინ არ აპირებს ისეთ გრძელვადიან თამაშში შესვლას, რომ არჩევნები მოვიდეს და ისევ გაწელილი იყოს ეს პროცესი. ასე ვერ მოხდება და ამას აჩვენებს პირველი სამი კვირაც. ჩვენ გვახსოვს ერთი კვირის წინ ხელისუფლების განცხადება, რომ დიალოგი არ იქნება, ერთი კვირის შემდეგ მოუწიათ დიალოგზე წამოსვლა. გვახსოვს, რომ არანაირი დათმობა არ იქნებაო, მაგრამ მოუწიათ ახლა პასუხისმგებლობის აღება, რადგან ისინი შემდეგ შეხვედრაზე გარკვეულ თავის ვერსიებს მოიტანენ. პროცესი წინ მიდის და ჩვენ მივდივართ ნაბიჯ-ნაბიჯ წარმატებისკენ. ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის მნიშვნელივანი წარმატება, რასაც ჩვენ ვაღწევთ ამ პროცესში, მაგრამ ამის მნიშვნელოვანი კომპონენტია, მშვიდობიანი, არაძალადობრივი, წინააღმდეგობის პროცესი, რომელიც ჩვენ გვაქვს ქუჩებში“,-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, დღეს გაერთიანებული ოპოზიციისა და ხელისუფლების მეორე შეხვედრა გაიმართა.

 

 


close დახურვა