logo
ENG



ვაშინგტონის კრიტიკა - ფრონტერა საქართველოში საქმიანობას აგრძელებს

23 ივლ 202021:11
3 წუთის საკითხავი
 

ვაშინგტონის უმწვავესი კრიტიკისა და სანქციების დაანონსების შემდეგ საქართველოს მთავრობა ამერიკულ „ფრონტერას“ საქმიანობას უხანგრძლივებს. კონტრაქტს ვადა 27 ივლისს გასდიოდა. მთავრობა პოზიციებს თმობს, მაგრამ გადაწყვეტილების შეცვლას საერთაშორისო ზეწოლას არ უკავშირებს. თავად ამერიკული კომპანია კი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებამ უკან სწორედ პარტნიორების უპრეცენდენტო კრიტიკის გამო დაიხია. 

ბიზნესის მიმართ საქართველოს მთავრობის არასწორ პოლიტკაზე საუბრობს „ფრონტერას“ დირექტორი. მისი განცხადებით, ხელისუფლების  გადაწყვეტილება ასიგნაციების კომიტეტისა და  კონგრესის მიერ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის  აქტში შეტანილ ცვლილებებს უკავშირდება. შესწორების მიხედვით, საქართველოს მთავრობა  ვალდებულია დაიცვას საქსართველოში განხორციელებული უცხოური ინვესტიციები.

საწვავის მომპოვებელ ამერიკულ კომპანია „ფრონტერა“ საქართველოში საქმიანობას 2027 წლამდე გააგრძელებს.


close დახურვა