logo
ENG



ვაშინგტონმა უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 6 მლრდ დოლარი გამოყო

26 აპრ 202423:33
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/26/ku55fzu81vvm9hr.jpg

ვაშინგტონმა უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 6 მილიარდი დოლარი გამოყო.

ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა რამშტეინის ფორმატში, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს NASAMS-ისა და Patriot-ის სისტემების კრიტიკული ჩარევის შესაძლებლობებს, მეტ დრონებსა და სხვა აღჭურვილობას, დიდი რაოდენობით საარტილერიო ჭურვებსა და რაკეტებს", - აცხადებს ოსტინი.

მანამდე, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა თქვა, რომ შეერთებული შტატები უკრაინისთვის დამატებით 1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოყოფს.


close დახურვა