პარტია გირჩის ლიდერი, ვახო მეგრელიშვილი ამბობს, რომ ქართული ოცნების გაცნობა სურს. ამაზე მან პოსტტვ-ს ეთერში ისაუბრა.
"მე მინდა, რომ გავიცნო ქართული ოცნება. იქ არავის არ ვიცნობ. ჯერ მინდა, რომ ადამიანებს ვიცნობდე. საჯაროდ ვიძახი, რომ საერთოდ, მაინტერესებს, გავიცნო ქართული ოცნება", - ამბობს მეგრელიშვილი.
მან გადაცემის წამყვანს რჩევაც ჰკითხა, თუ ვისთან უნდა მივიდეს და ვინ გაიცნოს, რაზეც შალვა რამიშვილმა უთხრა, რომ ამ საკითხზე ალეკო ელისაშვილისთვის მიემართა.
"შენ უფრო გენდობი, რომ მირჩიო, ვინაა ის ადამიანი დღეს ქართულ ოცნებაში, ვისთანაც სერიოზული ლაპარაკი შეიძლება, რათა გავიგო, რა უნდა ქართულ ოცნებას", - უპასუხა მეგრელიშვილმა.
მანვე თქვა, რომ პარლამენტში რომ მივიდეს "ატყდება ერთი ამბავი" და არა "ისტერიკაში შოუს მოწყობა", არამედ, "ადამიანების გაცნობა" სურს.
