logo
ENG



ვახო ფიცხელაურის ოჯახი აქტივისტს ეძებს და ვარაუდობენ, რომ დააკავეს

06 ოქტ 202520:59
3 წუთის საკითხავი
 
2025/10/06/hth61zuzgqvqcfl.png

ვახო ფიცხელაურის ცოლი, თეო ბზიშვილი ფორმულასთან ჰყვება, რომ აქტივისტი რამდენიმე საათია არ გამოჩენილა. მისი ვარაუდით, ფიცხელაური დაკავებულია.

ბზიშვილმა ფორმულასთან საუბარში განაცხადა, რომ მან მისი ქმრის დაკავების შესახებ ცნობა "სანდო ადამიანებისგან" მიიღო.

მისი თქმით, აქტივისტის ადგილსამყოფლის გასარკვევად, მან რამდენიმე იზოლატორში დარეკა, თუმცა განუცხადეს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ.

ბზიშვილი ვარაუდობს, რომ მისი ქმარი რუსთავის იზოლატორშია.

მან ფორმულას ასევე უთხრა, რომ დარეკა შსს-ის ცხელ ხაზზე და სახალხო დამცველთანაც.


close დახურვა