logo
ENG



ვახტანგ გომელაური: სოციალურ დისტანციას ყველაზე უკეთ ეკლესიაში იცავენ

09 აპრ 202013:54
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ აღდგომის დღესასწაულზე ღონისძიებების ჩატარებასთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან კონსულტაციები ჯერ არ დასრულებულა.

მინისტრი დარწმუნებულია, რომ მიღებული იქნება ისეთი გადაწყვეტილება, რომლითაც კანონი არ დაირღვევა და მორწმუნეები ეკლესიაში მისვლას შეძლებენ.

„ამ საკითხზე რომ გითხრათ, საპატრიარქოსთან შევჯერდით, ეს ჯერჯერობით ასე არ არის. დარწმუნებული ვარ შევჯერდებით ისე, რომ არც კანონი დაირღვეს და ასევე ვისაც უნდა, ჩვენი მორწმუნეები მოვიდნენ და ილოცონ. მინდა ხაზი გავუსვა, რომ საპატრიარქო ძალიან კარგად გვეთანამშრომლება, ერთად ვმუშაობთ ამ პრობლემაზე, გვერდში გვიდგანან მეუფეებიც, უწმინდესიც და მინდა დიდი მადლობა ვუთხრა საპატრიარქოს“, - განაცხადა შს მინისტრმა.

მან ასევე კომენდანტის საათის პირობებში აღდგომის ღამეს მრევლის ტაძრებში მისვლის საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ დილის 6 საათამდე მრევლი ქუჩაში არ გამოვა, კანონი არ დაირღვევა. ამასთან, გომელაურის თქმით, სოციალურ დისტანციას მოქალაქეები ყველაზე უკეთ ეკლესიაში იცავენ.

„კანონს ისინი არ არღვევენ, ყველაზე კარგად იცავენ დისტანციას ეკლესიაში. მერწმუნეთ. რაც შეეხება კომენდანტის საათს, თუ ეკლესიიდან დილის 6 საათამდე არ გამოვლენ, თქვენი აზრით ეს კანონის დარღვევა იქნება? გავაგრძელებთ კონსულტაციებს და თუ შევთანხმდებით რომ ასე იქნება, იქნება ასე თუ არა, მაშინ არ იქნება. თვითონაც მოუწოდებენ მეუფეები მრევლს, რომ ნუ დაარღვევენ კანონს“, - განაცხადა გომელაურმა. 


close დახურვა