logo
ENG



ვახტანგ გომელაური სინოფარმით საჯაროდ აიცრა

05 მაი 202110:02
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ჩინური სინოფარმით საჯაროდ აიცრა.

"ვაქცინა გავიკეთე. ეს ნაბიჯი გადავდგი იქიდან გამომდინარე, რომ მინდა, ყველას, პირველ რიგში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, ასევე, ჩვენს მოქალაქეებს მოვუწოდო და წავახალისო, რომ გაიკეთონ ვაქცინა... [ეპიდვითარება] ყველგან უარესედება და ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება. რასაც გვეუბნებიან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, ჩვენი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ექიმები, სხვა გამოსავალი არ არის, ყველა უნდა აიცრას საბოლოოდ, ვისაც ჯანმრთელობა უწყობს ხელს და ექიმების რეკომენდაცია ექნება", - თქვა მინისტრმა.

დღესვე საჯაროდ აიცრება ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი.

გუშინ, 4 მაისს საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვაქცინაციის პროცესში მთავრობისა და პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო, სინოფარმით აცრა კი 4 მაისიდან.


close დახურვა