logo
ENG



ვახტანგ კალოიანი: პლაქვენილს სიცოცხლისთვის სახიფათო გვერდითი გართულებები აქვს

21 აპრ 202014:04
3 წუთის საკითხავი
 

რა მკურნალობა უტარდებათ საქართველოსი კოვიდ 19-ით დაინფიცირებულ პაციენტებს - ერთ-ერთი ვერსიით, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ჩვენს ქვეყანაში, არის მედიკამენტი პლაქვენილი. 

„ნიუ ჰოსპიტალის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის დირექტორის, ვახტანგ კალოიანის განცხადებით, პლაქვენილს საკმაოდ სახიფათო გევრდითი ეფექტები აქვს.

„ასიმპტურ პაციენტებთან პლაქვენილი არ უნდა დაინიშნოს ცალსახად. ინფორმაცია იმის შესახებ ინიშნება თუ არა, ჩვენ არ გვაქვს. კონკრეტულ პაციენტებთან დაკავშირებით აქვს გვერდითი ეფექტები საკმაოდ ცუდი და საკმაოდ სახიფათო. შეიძლება გამოიწვიოს ინტოქსიკაცია, გულის პრობლემები, გულის რითმის პრობლემები, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშია. მისი ცალსახა ეფექტურობა დადასტურებული არაა“, - აცხადებს კალოიანი.

ექიმ-თერაპევტის ელენე ხურციძის თქმით, არ არსებობს კონკრეტული ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა იქნას პრეპარატი გამოყენებული.

„ჩვენს პროტოკოლში გაწერილია, რომ პლაქვენილი უსიმპტომო პაციენტს არ უნდა მივცეთ და მსუბუქი პაციენტის შემთხვევაში, ინდივიდუალურად არის მითითებული - შეგიძლიათ გამოიყენოთ და შეგიძლიათ არ გამოიყენოთ. რა იგულისხმება ამის ქვეშ, რას უნდა დავეყრდნოთ ეს კარგად არაა გაწერილი. კარგი იქნებოდა, თუ ჩაიშლებოდა ის არგუმენტები, როდესაც უნდა დავნიშნოთ და როდესაც არ დავნიშნოთ. რაც შიგნით ხდება არ საჯაროვდება. არის რამდენიმე ექიმი, მათ პროფესიონალიზმში ეჭვი არ მეპარება, ეს არ ნიშნავს, რომ არ გაასაჯაროვო ინფორმაცია“, - აცხადებს ხურციძე.

პროტოკოლის მიხედვით, პლაქვენილის გამოყენება უსიმპტომო პაციენტებში არ შეიძლება, საშუალო სიმძიმის პაციენტებში პრეპარატის გამოყენებაზე გადაწყვეტილებას ექიმი იღებს, ხოლო მძიმე პაციენტებში მედიკამენტის გამოყენება შესაძლებელია.


close დახურვა