logo
ENG



ველოდებით კიდევ 3 პაციენტის გამოჯანმრთელებას, პასუხი დღის ბოლომდე იქნება - ტიკარაძე

23 მარ 202012:51
3 წუთის საკითხავი
 

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მედიკოსები დღის ბოლომდე, ლუგარის ლაბორატორიიდან კიდევ 3 პაციენტის ანალიზებს ელოდებიან. 

როგორც ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მოლოდინია, რომ კოროავირუსი ამ სამმა პაციენტმაც დაამარცხა. 

"ექიმების შრომამ შედეგი გამოიღო. 8 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელებუალია. ისინი გაეწერებიან სახლშ, მაგრამ თვითიზოლაციაში და ექიმების დაკვირვების ქვეშ. დღეს, დღის ბოლომდე კიდევ 3 პაციენტზე ველოდებით შედეგებს და იმედი გვაქვს, რომ ხვალ, მათაც, როგორც ჯანმრთელებს გავწერთ სახლში", - განაცხადა მინისტრმა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავრუსით ინფიცირების სულ 54 შემთხვევა ფიქსირდება. აქედან 8 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. 

 


close დახურვა