დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცადებით, ქვეყანა ახალ სწრაფ ტესტებს ელოდება, რომელიც უფრო ხარისხიანი იქნება.
იმნაძის თქმით, ამ ეტაპზე პაციენტების შემოწმება ტარდება სანდო ტესტებით, რომელიც ოქროს სტანდარტს აკმაყოფილებს.
"ველოდებით ხარისხიან სწრაფ ტესტებს. დღეს ვაკეთებთ იმით რაც არის ოქროს სტანდარტი. იმას ვაკეთებთ სწრაფად, რასაც სხვაგან დღეები სჭირდება. ჭრელო პეპელა არ ვარ. ხალხი დაძაბულია და დიდი ხანი ვიცხოვრებთ ამ რეჟიმში. ერთი და იგივე კითხვები ძაბავს მოსახლეობას უფრო. მოვუფრთხილდეთ ერთმანეთის ფსიქიკას", - აღნიშნა პაატა იმნაძემ.