logo
ENG



ვემსახურებით ხალხს და არა მთავრობას - ქუთაისში აჭარის ტელევიზიის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

07 მარ 202012:31
3 წუთის საკითხავი
 
225qsymwyqj7jw2.jpg

 

ჩემი თავისუფლება დღეს აჭარის ტელევიზიის თავისუფლებაზე გადის - ამ სლოგანით  ქუთაისში ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე ხელისუფლების ზეწოლას აპროტესტებენ.

ჟურნალისტების განცხადებით "ქართული ოცნება " მიზანმიმართულად ებრძვის აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების გუნდს, რომელიც ურთულეს გარემოში არ ღალატობს მაყურებელს და ემსახურება საზოგადოებას. სწორედ საზოგადოების მხარდაჭერაა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი აჭარის ტელევიზიის დამოუკიდებლობის დასაცავად, -  ამბობენ ქუთაისში აქციის მონაწილეები.

შეგახსენებთ, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიაში ახალი დირექტორის, გიორგი კოხრეიძის დანიშვნის შემდეგ ჟურნალისტები აცხადებენ, რომ მათზე მიმდინარეობს ზეწოლა და სარედაქციო საქმიანობაში ჩარევა. 


close დახურვა