logo
ENG



ვენსი: სომხეთს შეუძლია ამ რეგიონის ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან საყრდენად იქცეს

10 თებ 202610:41
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/10/bj19nplhthwypmv.png

სომხეთს შეუძლია ამ რეგიონის ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან საყრდენად იქცეს, - ამის შესახებ აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ერევანში ოფიციალური ვიზიტის დროს განაცხადა.

"მჯერა, რომ ახლა იმ ეტაპზე ვართ, როდესაც სომხეთს შეუძლია ამ რეგიონის ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან საყრდენად იქცეს. ეს არა მხოლოდ ხელს შეუწყობს მშვიდობის შეთანხმების შენარჩუნებას, არამედ შეიძლება სერიოზული კეთილდღეობა მოუტანოს სომეხს ხალხს - და ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს.

ამიტომ გავაგრძელებთ ამ საკითხებზე მუშაობას. ვიცი, რომ ეს ვიზიტი  მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვარ პირველი ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც სომხეთს ეწვია, და დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო რამდენიმე საათის განმავლობაში ბევრ მნიშვნელოვან და ნაყოფიერ განხილვას გავმართავთ.

მადლობა ყველას. მადლობა, ბატონო პრემიერ-მინისტრო", - თქვა ვენსმა. 

ასევე, ჯეი დი ვენსმა და ნიკოლ ფაშინიანმა აშშ-სა და სომხეთს შორის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დასრულებაზე ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი


close დახურვა