logo
ENG



ვერ შეგვაშინებენ - სასამართლოში ხაზარაძის და ჯაფარიძის საქმის განხილვა გადაიდო

08 ნოე 201918:01
3 წუთის საკითხავი
 
8eeuurjhj4uduro.jpg

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში "თიბისი ბანკის" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმის განხილვა გადაიდო. არსებითი განხილვის გადადების მიზეზად, მოსამართლე გიორგი არევაძემ პარალელურად ჩანიშნული სხვა სასამართლო პროცესი დაასახელა.

სხდომის დაწყებამდე მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ მათ მიმართ წაყენებულ ბრალზე ისაუბრეს. ისინი მათ წინააღმდეგ დაწყებულ სასამართლო პროცესში მმართველი გუნდის ლიდერს ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ის პროკურატურას საკუთარი ინტერესების გასატარებლად იყენებს. 

"ჩვენ საქმე გვაქვს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებასთან, რომელიც ინიცირებულია ივანიშვილის და მისი ოროსანი პროკურორების მიერ. ჩვენ გვაქვს საქმე არა სამართლის ძებნასთან, არამედ პროკურატურის დამახინჯებულ ვერსიასთან," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. 

მამუკა ხაზარაძე კი, აცხადებს, რომ მათ ვერ შეაშინებენ. 

"ვერ შეგვაშინებენ, ვერ გააჩერებენ იმ ნებას, რომელიც საქართველოს შეცვლის უკეთესობისკენ. ეს ქვეყანა არ არის თქვენი ღირსი და თქვენი მმართველობის ღირსი," - აღნიშნა ხაზარაძემ. 

სასამართლო პროცესი 2 დეკემბერს არის ჩანიშნული

 

 


close დახურვა