უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი აცხადებს, რომ მარიუპოლში, აზოვსტალის ტერიტორიიდან ყველა ქალი, ბავშვი და ხანდაზმული უკვე გამოიყვანეს.
„პრეზიდენტის განკარგულება შესრულებულია: აზოვსტალიდან ყველა ქალის, ბავშვის და ხანდაზმულის ევაკუაცია დასრულდა“, - აცხადებს ვერეშჩუკი.
ვერეშჩუკის ცნობით, მარიუპოლში ჰუმანიტარული ოპერაციის ეს ნაწილი წარმატებით დასრულდა.