logo
ENG



ვერეშჩუკი: მიუხედავად იმისა, თუ როგორ დასრულდება, ეს იქნება ისტორიული შეხვედრა

16 ივნ 202212:07
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/16/zrft7mykuqdp5kp.jpg

უკრაინის ვიცეპრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, მიუხედავად იმისა, თუ როგორ დასრულდება, ეს იქნება ისტორიული შეხვედრა. უკრაინაში გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის ლიდერები პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდებიან, სადაც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს განიხილავენ.

"მიუხედავად იმისა, თუ როგორ დასრულდება, ეს იქნება ისტორიული შეხვედრა, რომელიც ან გზას გაუხსნის ძლიერ ევროპას ან უფრო ძლიერ უკრაინას," - განაცხადა უკრაინის ვიცეპრემიერმა.

ვერეშჩუკის თქმით, ლიდერებს ორი მნიშვნელოვანი კითხვა უნდა დაუსვან, როგორ დავასრულოთ ომი და როგორ გავხსნათ გზა უკრაინისთვის ევროკავშირში.

ევროკომისიამ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში უნდა მიიღოს.


close დახურვა