უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, ოთხშაბათს, უკრაინაში მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის საევაკუაციო დერეფნები არ გაიხსნება.
"სამწუხაროდ, დღეს ჩვენ მათ არ გავხსნით", - განაცხადა ვერეშჩუკმა.
ვერეშჩუკის თქმით, რუსული ძალები არამხოლოდ უგულებელყოფენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს, არამედ მათ არ შეუძლიათ ადგილზე თავიანთი ხალხი სათანადოდ აკონტროლონ.
"ეს ყველაფერი ისეთ საშიშროებას ქმნის მარშრუტებზე, რომ დღეს ჩვენ იძულებული ვართ თავი შევიკავოთ ჰუმანიტარული დერეფნების გახსნისგან", - თქვა ვერეშჩუკმა.