უკრაინის ვიცე პრემიერმინისტრისა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრის, ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, ტყვედ ჩავარდნილ რუს ჯარისკაცებს სამშობლოში დაბრუნება არ სურთ.
უკრაინის ინფორმაციით, ამ დროისთვის 562 რუსი სამხედროა ტყვედ აყვანილი.
ირინა ვერეშჩუკის თქმით, უკრაინა მძევლებს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართლის შესაბამისად ეპყრობა და სახელმწიფო ბიუჯეტი ითვალისწინებს მოწინააღმდეგე ქვეყნის ტყვეების საჭირო პირობებით უზრუნველყოფას.
„ჩვენ გვაქვს ამის ვალდებულება. ათასობით ტყვე იქნება. თუმცა, ისინი გამოვკითხეთ და ამბობენ, რომ მძევლობიდან რუსეთში დაბრუნება არ სურთ. ტყვეების გაცვლა კი გაცვლის სავალდებულო ფორმაა. ამ ბავშვებს არ სურთ დაბრუნდნენ იმ ქვეყანაში, რომელმაც ისინი უკრაინელი ქალებისა და ბავშვების მოსაკლავად გამოგზავნა“, - აცხადებს ირინა ვერეშჩუკი.
დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად ომის ტყვეებთან კომუნიკაციისა და რეგისტრაციის პროცესი ხანგრძლივია, თუმცა უკრაინა არ ჩქარობს და ყველაფერს კანონთან შესაბამისობით აკეთებს.
ვიცე პრემიერის თქმით, მძევლად აყვანილი რუსი ჯარისკაცების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.