logo
ENG



ვერეშჩუკი დონეცკის რეგიონის მოსახლეობას სასწრაფო ევაკუაციისკენ მოუწოდებს

28 ივლ 202213:20
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/28/cdosq7jqipkud3m.jpg

უკრაინის ვიცე-პრემიერი და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრი დონეცკის რეგიონის მოსახლეობას სასწრაფო ევაკუაციისკენ მოუწოდებს.

ვერეშჩუკის თქმით თუ დონეცკის ოლქის მოსახლეობის ევაკუაცია დროულად არ მოხდება, შესაძლოა ისინი ელექტროენერგიის, წყლის, საკვებისა და მედიკამენტების გარეშე დარჩნენ. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ მტერი მიზანმიმართულად აგრძელებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებას.

"ადამიანების გადაყვანა უსაფრთხო რეგიონებშია საჭირო. განსაკუთრებით ქალების, ბავშვების, მოხუცებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების," - განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა