logo
ENG



ვერეშჩუკის თქმით, 63 000-მა ადამიანმა დროებით ოკუპირებული ტერიტორიები უკვე დატოვა

06 სექ 202213:56
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/06/ay1iv2pacx1y721.jpg

უკრაინის ვიცეპრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, 63 000-მა ადამიანმა დროებით ოკუპირებული ტერიტორიები უკვე დატოვა. 

ვერეშჩუკის თქმით, 63 000 ადამიანი ენერგოდარიდან, მელიტოპოლიდან და ბერდიანსკიდან წავიდა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ზაპოროჟიეს რეგიონი 24 000-მა უკრაინელმა დატოვა, ხერსონის ოლქიდან 20 000 ადამიანი წავიდა, ხარკივის ოლქიდან კი 4500.

უკრაინის ვიცეპრემიერი ამბობს, რომ აგვისტოში დონეცკის რეგიონი 15 000-მა ადამიანმა დატოვა, მათ შორის 2000-მდე ბავშვი და 1000-მდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია.


close დახურვა