logo
ENG



ვერეშჩუკის ცნობით, რუსეთიდან 53 უკრაინელი ბავშვი დააბრუნეს, ვის გაშვილებასაც აპირებდნენ

25 აგვ 202221:52
3 წუთის საკითხავი
 
ვერეშჩუკის ცნობით, რუსეთიდან 53 უკრაინელი ბავშვი დააბრუნეს, ვის გაშვილებასაც აპირებდნენ

უკრაინის პრემიერ მინისტრის ირინა ვერეშჩუკის ცნობით, უკრაინამ რუსეთიდან 53 ბავშვი დააბრუნა. ვერეშჩუკის თქმით, ახლა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქმეს ამზადებენ, მოტაცებული და იძულებით დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების "გაშვილების" გამო.

„ყველა კონკრეტულ საქმეში, ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას, აღვწერთ, და თუ ვიპოვით ბავშვს რუსეთის ტერიტორიაზე ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ის უკან დავაბრუნოთ. 53 ბავშვი უკვე დავაბრუნეთ ამ გზით" - აცხადებს ვერეშჩუკი.

რეინტეგრაციის სამინისტროს თქმით, ისინი აგროვებენ მასალებს უკრაინელი ბავშვების ე.წ რუსეთში გაშვილების შემთხვევებზე, იმისთვის რომ მომზადდეს  რუსეთის წინააღმდეგ საჩივარი, რადგან "ეს არის ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ჩვენი ბავშვების წინააღმდეგ დანაშაული".

ვერეშჩუკის ცნობით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების გატაცების შემთხვევაში მშობლებს, ნათესავებსა და დაახლოებულ პირებს შეუძლიათ რეინტეგრაციის სამინისტროს ცხელ ხაზს დაუკავშირდნენ.

რუსეთის განცხადებით, მარიუპოლიდან დეპორტირებული ათასობით უკრაინელ ბავშვ აშვილებენ.

რუსეთის, კრასნოდარის მხარის ოჯახისა და ბავშვთა ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია ინფორმაცია 300-ზე მეტ უკრაინელ ბავშვზე, რომლებიც ახლა გაშვილების რიგში არიან. 


close დახურვა