ფილმის პრემიერასთან დაკავშირებით ყველა კინოთეატრის წინ პოლიციაა მობილიზებული. ამის პარალელურად ვერის ბაღში იკრიბებიან რადიკალური და ჰომოფობიური ჯგუფები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა ფილმის პრემიერის ჩასვლას აანონსებენ.
"რატომ უნდა ვნახო,იქ სადაც სოდომ-გომორის ცოდვით სავსე არის ეს ფილმი რა. მე ვნახე 2 ფრაგმენტი, რომელიც დაიდო "ფეისბუქ" გვერდზე და ესეც საკმარისია იმისთვის, რომ მე შთაბეჭდილება შემექმნას. ჩემთვის ეს არის უზნეობა ხალხნო, " - აცხადებს გია კორკოტაშვილი.
"ჩვენი მოთხოვნა არის, რომ არ მოხდეს ამ კინო ჩვენების, ამ სიბილწის ტირაჟირება," - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
ვერის ბაღში შეკრებილი საზოგადოება ფიქრობს, რომ ამ ფილმით ერის გაუკუღმართება ხდება და ამ ცოდვის საჯარო დემონსტრირება არ უნდა მოხდეს.
შეგახსენებთ, რომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერა საქართველოში დღეს, 8 ნოემბერს კინოთეატრ "ამირანში" გაიმართება. როგორც ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ განაცხადა, ის მომხრეებთან ერთად არ დაუშვებს ფილმის ჩვენებას და საჭიროების შემთხვევაში პოლიციის კორდონსაც გაწევენ გვერდით და დაიკავებენ კინოდარბაზს.