ოპოზიცია და ხელისუფლება საარჩევნო მოდელის შეცვლაზე შეთანხმდა.
ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დიალოგის მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ქართულმა ოცნებამ ითხოვა მეტი დრო. ვთანხმდებით იმაზე, რომ საარჩევნო მოდელი უნდა შეიცვალოს. ამაზე შევთანხმდით. ვერ დახაზეს მოდელი, რომლითაც ხელისუფლებას ინარჩუნებენ. ასეთი მოდელი ბუნებაში არ არსებობს, ამიტომ პარასკევამდე ითხოვეს დრო, როცა მეოთხე რაუნდი გაიმართება. არ მოვიდნენ კონკრეტული წინადადებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვაიძულეთ დიპკორპუსთან ერთად იყვნენ დიალოგის რეჟიმში. თანხმობაა, რომ საარჩევნო სისტემა აუცილებლად უნდა შეიცვალოს, ჩვენ, ჩვენი მხრივ, ველოდებით, ეუთო-ოდირის დასკვნას. ეს არის ხალხი, რომელიც მხოლოდ სკამის შენარჩუნებაზე ფიქრობს“, - განაცხადა ვაშაძემ.