logo
ENG



ვიასნა: ბელარუსში პატიმრობაში მყოფმა რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა თვითმკვლელობა სცადა

20 მარ 202316:00
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/20/cdsoakd1g90b7k3.png
rferl.org

ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციის, ვიასნას ცნობით, რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა და ბელარუსმა ბლოგერმა, იჰარ ლოსიკიმ ციხეში თვითმკვლელობა სცადა. ორგანიზაციის ცნობით, მანამდე ჟურნალისტი პროტესტის ნიშნად შიმშილობდა.

ვიასნა წერს, რომ ლოსიკის გადარჩენა მოახერხეს და ის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. ლოსიკის 15-წლიანი პატიმრობა 2021 წლის დეკემბერში მიესაჯა, თუმცა მისი ბრალდებები ამ დრომდე გაურკვეველია.

თავად ჟურნალისტი საუბრობს, რომ მის წინააღმდეგ აღძრული საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, უფლებადამცველ ორგანიზაციას კი ის პოლიტიკურ პატიმრად ჰყავს შეფასებული.

დააპატიმრეს მის ცოლიც, რომელიც ლოსიკის გათავისუფლებისთვის იბრძოდა - მას ექსტრემისტული საქმიანობის ხელშეწყობის ბრალდებით 2 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.


close დახურვა