არასრულწლოვნებზე განხორციელებული ვიდეო/აუდიო თვალთვალი კერძო და საჯარო სკოლებში წესების დარღვევით, მათ შორის ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებში ხორციელდება. ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ისაუბრა.
ასევე, დაფიქსირდა შემთხვევები როცა ამ მონაცემების სამართალ დამცველთათვის გადაცემა არაკანონიერი გზით მოხდა.
თოლორაიას განცხადებით, 2019 წლის ნოემბრიდან სასამართლოს მიერ გაცემულ 2279 შუამდგომლობაზე, რომლის უმეტესი ნაწილიც სატელეფონო მიყურადებას შეეხებოდა ინსპექტორის სამსახურმა 98 შემთხვევაში შეჩერების მექანიზმი გამოიყენა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ნოემბრიდან გამოძიება 68 სიახლის სამართლის საქმეზე დაიწყო. აქედან 64 საქმე სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას შეეხებოდა. მისი განცხადებით, მოქალაქეები ძირითადად სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა და საჯარო მოხელეთა მიერ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე მიუთითებენ.