logo
ENG



ვიდეომასალებთან დაკავშირებით დაიბარეს - ანი გაბეჩავა საგამოძიებო ორგანოში იმყოფება

23 ივლ 202014:19
3 წუთის საკითხავი
 

გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ანი გაბეჩავა საგამოძიებო უწყებაში იმყოფება. შინაგან საქმეთა სამინისტროში შესვლამდე მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. გაბეჩავა უწყებაში ადვოკატთან, ლიკა ბითაძესთან ერთად მივიდა. 

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუმარტა, გაბეჩავას გამოკითხვა არ იგეგმება და ის უწყებაში ვიდეომასალებთან დაკავშირებით დაიბარეს. თუმცა, ბითაძე არ აკონკრეტებს თუ რა ვიდეომასალაზეა საუბარი. 

"გამოკითხვა, როგორც ჩვენთვის ცნობილია, არ იგეგმება. იგეგმება მხოლოდ ვიდეოების დათვალიერება", - განაცხადა ადვოკატმა. 

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში გიორგი შაქარაშვილის საქმის ე.წ. ოქროს მოწმე გურამ ამირხანაშვილიც იმყოფება. ამირხანაშვილმა "ტოიოტას" მარკის ავტომობილში მყოფი, ბრალდებული ზ.ხ. უნდა ამოიცნოს


close დახურვა