logo
ENG



ვივა მედიში გარდაცვლილი პაციენტის ნათესავები შეიჭრნენ, დაჭრილია დაცვის თანამშრომელი

17 დეკ 202016:47
3 წუთის საკითხავი
 

კლინიკა ვივა მედის წარმომადგენლის ინფორმაციით, გარდაცვლილი პაციენტის ნათესავებმა დაცვის თანამშრომელი დაჭრეს.

ფორმულასთან კლინიკის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ნათესავები შენობაში შეიჭრნენ და დაცვის თანამშრომელს თავს დაესხნენ. მისივე თქმით, დეტალები არ იცის.

"დღეს დილით გარდაცვლილი პაციენტის ნათესავები შემოიჭრნენ შენობაში, თავს დაესხნენ დაცვის თანამშრომელს. განადგურებულია ინვენტარი. უმძიმეს მდგომარეობაშია დაცვის თანამშრომელი, ოპერაცია მიმდინარეობს", - ამბობს ის.

მისი განცხადებით, ექიმების მიმართ ნათესავებს პრობლემა ნაკლებად აქვთ და რატომ შეიჭრნენ, მისთვის უცნობია. მისივე ცნობით, პაციენტი რეანიმაციაში დღეს გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.


close დახურვა