logo
ENG



ვივამედის დირექტორი სააკაშვილზე: მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე ტრანსპორტირება არ იყო გამართლებული

28 ნოე 202217:27
3 წუთის საკითხავი
 

ვივამედის დირექტორის, ნინო ნადირაძის განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირება არ იყო გამართლებული.

"პარასკევს ჩატარდა ნევროლოგის კონსულტაცია, რომელმაც აღნიშნა უარყოფითი დინამიკა. დაინიშნა შესაბამისი კვლევები, დღეს და ხვალ ამ კვლევას კიდევ ჩავატარებთ. განისაზღვრება შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა და გადაყვანაზე გითხარით, არც ერთ შემთხვევაში, ჩვენ არც ერთ ეტაპზე მისი აქ ყოფნისას სასამართლოში წაყვანის და ტრანსპორტირების ნებართვა არ გაგვიცია. ჩვენ, ექიმები მივიჩნევთ, რომ ამ ეტაპზე ტრანსპორტირება არ იყო გამართლებული", - თქვა ვივამედის დირექტორმა.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ საზღვრის კვეთის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა გადაიდო.

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა თქვა, რომ სხდომა თარიღის განსაზღვრის გარეშე გადაიდო.

თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომაზე დასწრების სურვილი მიხეილ სააკაშვილმა თავად გამოთქვა, თუმცა კლინიკა ვივამედის ექიმებმა ამის რეკომენდაცია არ გასცეს.


close დახურვა