logo
ENG



ვითარება უკრაინაში

01 თებ 202220:21
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პასიური პოზიციის პარალელურად, სულ უფრო აქტიურობს დასავლეთი, იქმნება ახალი ალიანსი - ბრიტანეთი, უკრაინა, პოლონეთი, ამაზე სამსჯელოდ და მხარდაჭერის გამოსახატად კიევში ორივე პარტნიორი ქვეყნის პრემიერი ჩავიდა. ენტონი ბლინკენმა კი რამდენიმე წუთის წინ, სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბრის დროს, კიდევ ერთხელ მოუწოდა ოფიციალურ მოსკოვს, ვითარების დაუყოვნებლივი დე-ესკალაციისკენ

მალე კიევს უკვე ელჩის სტატუსით ესტუმრება ბრიჯიტ ბრინკი. დიპლომატის დასანიშნად უკრაინის თანხმობაღა რჩება. ბრინკი ამერიკის გამოცდილი დიპლომატია, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლებამ საქართველოში დაბლოკა. 


close დახურვა