logo
ENG



ვითარება ქართულ ოცნებაში - შაბათის ფორმულა

11 მარ 202320:42
3 წუთის საკითხავი
 

როგორი იყო კრემლის მორჩილი და რუსული კანონის მხარდამჭერი ხელისუფლების იძულებითი სამი წუთი, როცა ქართული ოცნება 3 დღის წინ მიღებულ კანონს, საკუთარი ხელით აუქმებდა. რუსული დავალების შემსრულებელი დეპუტატები, ამ დღეს პარლამენტში, გაძლიერებული დაცვის თანხლებით, სათადარიგო გასასვლელებით შეიყვანეს, ისე, რომ გარეთ შეკრებულ ახალგაზრდებს არ დაენახათ; გადაკეტეს პარლამენტის დერეფნები, დაცვა ჩააყენეს სხვადასხვა ფლიგელის გასასვლელებში და ასე მიიყვანეს პულტებთან, სადაც მწვანე ღილაკებზე თითის დამჭერებს ახლა იძულებით, წითელი ღილაკი უნდა ამოერჩიათ. ბოლო 3 დღეში, ქართულმა ოცნებამ სრულად დაკარგა ლეგიტიმაცია, რასაც შესაძლოა უმრავლესობის წევრების დაკარგვაც მოჰყვეს. უკვე ცნობილია, რომ რუსული კანონის მიღებას მხარი არ დაუჭირა მმართველი პარტიის რამდენიმე დეპუტატმა, მათ შორისაა გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, რომელმაც შაბათის ფორმულას ინფორმაციით, შესაძლოა უმრავლესობა დატოვოს. ახლა პარტიაში ურთიერთგარჩევების და გადატანილი მძიმე მარცხის ერთმანეთზე გადაბრალების ეტაპია და ეს კარგად ჩანს, სოციალურ ქსელებში, თუნდაც რამდენიმე წუთით გაპარულ პოსტებში, რომელიც პარტიული დავალებით, დავით სონღულაშვილმა გამოქვეყნებიდან 7 წუთში წაშალა.


close დახურვა