logo
ENG



ვიმედოვნებთ, სამშაბათისთვის კლინიკაში ინფიცირებული არც ერთი პაციენტი არ იქნება - რატიანი

22 მაი 202012:27
3 წუთის საკითხავი
 

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში კლინიკაში კოვიდინფიცირებული ახალი პაციენტი არ მიუღიათ. 

რატიანი იმედოვნებს, რომ უახლოეს რამდენიმე დღეში კლინიკას არც ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი აღარ ეყოლება და მოქალაქეებს საავადმყოფოს დატოვებენ. 

“ბოლო ორი კვირაა, არც ერთი ახალი პაციენტი არ მიგვიღია. ყველას გამოჯანმრთელებას ველოდებით. ვვარაუდობთ, რომ რამდენიმე დღეში ჩვენს კლინიკას არც ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი არ ეყოლება. ერთი პაციენტი არის რეანიმაციულ განყოფილებაში, მას ამ ეტაპზე კოვიდინფექცია არ აქვს, ქრონიკული პათოლოგიები ვლინდება და რეანიმაციულ განყოფილებაში ამიტომ რჩება. დანარჩენ კოვიდინფიცირებულ პაციენტებთან არავითარი კლინიკური სიმპტომატიკა არ ვლინდება. ვიმედოვნებთ, სამშაბათისთვის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული არც ერთი პაციენტი არ იქნება“, - განაცხადა რატიანმა.


close დახურვა