logo
ENG



ვინ (ვერ) ითამაშებს 2022 წლის მუნდიალზე

17 ნოე 202113:35
3 წუთის საკითხავი
 
2021/11/17/uc69z0gbhyrzyxz.jpg

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპი ევროპის კონტინენტზე დასრულდა და ოფიციალურად გაირკვა, ვინ გავიდა მუნდიალზე I ადგილით და ვინ ითამაშებს პლე ოფში.

მუნდიალზე უკვე გავიდნენ:

ხორვატია, დანია, გერმანია, ბრაზილია, ბელგია, საფრანგეთი, ესპანეთი, სერბეთი, ნიდერლანდები ინგლისი და შვეიცარია. ამ სიას ემატება ყატარის ნაკრები, რომელიც ტურნირზე მასპინძლის სტატუსით იასპარეზებს.

პლეი ოფში ითამაშებენ:

პლეი ოფში გუნდები განთესილ და განუთესავებად ორ კალათში განაწილდებიან, კენჭისყრა კი 26 ნოემბერს ჩატარდება.


    განთესილები                                              განუთესავები

    პორტუგალია                                              პოლონეთი        

    შოტლანდია                                                ჩრდ. მაკედონია        

    რუსეთი                                                     თურქეთი 

    იტალია                                                     უკრაინა     

    შვედეთი                                                    ავსტრია

    უელსი                                                       ჩეხეთი

 

ევროპა

აღსანიშნავია, რომ ჯგუფში პირველი ადგილი ვერ დაიკავეს 2016 და 2020 წლების ევროპის ჩემპიონებმა, პორტუგალიამ და იტალიამ. შესაბამისად, ისინი პლეი ოფში ეცდებიან წარმატების მიღწევას და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვებას.

სამხრეთ ამერიკი

სამხრეთ ამერიკიდან მუნდილაზე 5 ნაკრები გადის - საუკეთესო ოთხეული პირდაპირ, მეხუთე ადგილოსანი კი დაწინაურებით.

კონტინენტიდან ოფიციალურად მუნდიალის საგზური ჯერ მხოლოდ ბრაზილიამ გაინაღდა, თუმცა ამ მიზანთან ერთი ნაბიჯი აშორებს არგენტინასაც, რომელიც ცხრილში მეორე ადგილზეა.

მესამე ადგილს, სავარაუდოდ, ეკვადორი დაიკავებს. მეოთხე და მეხუთე ადგილებისთვის კი ყველა ნაკრებს აქვს მოხვედრის შანსი, გარდა ვენესუალას ნაკრებისა, რომელიც 7 ქულით ბოლო ადგილზეა.

2022 წლის მუნდიალი ყატარში 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე ჩატარდება, სადაც 32 ქვეყნის საფეხბურთო ნაკრები მიიღებს მონაწილეობას.


close დახურვა