logo
ENG



ვინ არ დაუჭირა მხარი მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნას

16 თებ 202116:09
3 წუთის საკითხავი
 
ვინ არ დაუჭირა მხარი მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნას
ვახო ქარელი/ფორმულა

პლენარულ სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატებმა ენმ-ს თავმჯდომარეს, ნიკა მელიას უკვე მეორედ, დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნეს 88 ხმით, 2-ის წინააღმდეგ. პროკურატურის მიმართვას მხარი არ დაუჭირეს მოქალაქეების ლიდერებმა ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა. პარტია ევროპელი სოციალისტების ოთხმა დეპუტატმა კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.  

ენმ-ის თავმჯდომარისთვის საპარლამენტო იმუნიტეტის შეწყვეტის მოთხოვნით პარლამენტს პროკურატურამ მიმართა - საგამოძიებო უწყებას სურს, სასამართლოს მელიას დაპატიმრება მოსთხოვოს. 

პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.

1-ლი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით,  ნიკანორ მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე.


close დახურვა