logo
ENG



ვინ არბევდა ახალგაზდებს - შაბათის ფორმულა

11 მარ 202321:40
3 წუთის საკითხავი
 

ბიძინა ივანიშვილმა, ქვეყნის თავისუფლების დასაცავად გამოსულ ახალგაზრდებს სპეცდანიშნულების რაზმები, წყლის ჭავლის მანქანები და წიწაკის სპრეი დაუპირისპირა. პოლიცია, საკუთარი ხალხის პირისპირ იდგა და ოლიგარქის რუსულ დავალებას ასრულებდა. ყველა წინა აქციისგან განსხვავებით, ამჯერად მომიტინგეების დაშლა არ გამოუვიდათ. ახალგაზრდების წინააღმდეგ, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ ტრადიციულად, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და მისი ხელმძღვანელის განსაკუთრებული სისასტიკით ცნობილი ხარებას დაჯგუფება გამოიყენა. ზვიად ხარაზიშვილი- იგივე ხარება- ბიძინა ივანიშვილის ყველაზე ბინძური დავალებების მთავარი შემსრულებელია. მისი დაჯგუფება - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, ნამდვილ სადამსჯელო რაზმად გადაიქცა და განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდა 20 ივნისის აქციის მონაწილეებს. 7-8 მარტის აქციზებზეც, ხარება პირადად ხელმძღვანელობდა სადამსჯელო ოპერაციას - ის გასცემდა ბრძანებებს, როგორ უნდა გასწორებოდნენ ფიზიკურად, კონკრეტულ ადამიანებს და მან პირადად დაავალა სადამსჯელო რაზმებს, გაეტაცებინათ ზურა გირჩი ჯაფარიძე და ნიკა მოსაიშვილი


close დახურვა