logo
ENG



ვინ არის ეს ბუსუსიანი რეზინი, ყ..ზე მკიდია კონსტიტუცია - ხმაური პარლამენტში

12 ნოე 201913:27
3 წუთის საკითხავი
 
c80t6nz9yrirh3l.png

„ვინ არის ეს "ბუსუსიანი რეზინი", "ყ..ზე მკიდია კონსტიტუცია", "დაასრულეთ ეს ცირკი", - ამ შეძახილების ფონზე განიხილავენ საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებულ კანონპროექტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. კანონპროექტის განხილვისას უმრავლესობისა და უმცირესობის დეპუტატები პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ, რა დროსაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. კანონმდებლებმა ერთმანეთს უცენზურო ლექსიკით მიმართეს, რის გამოც, პარლამენტის თავმჯდომარემ მათ მიკროფონები გაუთიშა და სიმშვიდისკენ მოუწოდა. სხდომათა დარბაზში ვითარება პერიოდულად იძაბება. მმართელი გუნდის გაღიზიანება "ვეროპული საქართველოს", "ნაციონალური მოძრაობის" და დამოუკიდებელი დეპუტატების მწვავე განცხადებებმა გამოიწვია. ადგილი ჰქონდა ასევე ფიზიკურ შეხლა-შემოხლას. კერძოდ, დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ სცადა ფიზიკური ანგარიშსწორება მოეხდინა უმრავლეოსბის წევრ ირაკლი ბერაიაზე, თუმცა საქმეში მანდატურები ჩაერთვნენ და დეპუტატები გაიყვანეს. ასევე, დაპირისპირება მოხდა კობა ლურსმანაშვილისა და ლევან გოგიჩაიშვილს შორის. ამის გამო, "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს ტექნიკური შესვენების გამოცხადება მოსთხოვა. ამის შემდეგ ოპოზიციონერმა დეპუტატმა პოლიტიკური განცხადებები გააკეთა, რის შემდეგაც არჩილ თალაკვაძემ 10-წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.

 

 

 


close დახურვა