logo
ENG



ვინ გაქურდა მღვდელი - შაბათის ფორმულა

07 ოქტ 202320:56
3 წუთის საკითხავი
 

ხმაურიანი საქმის ახალი დეტალები, სადაც დაზარალებული, გავლენიანი სასულიერო პირია. ქურდობა, რომლის დროსაც მამა თეიმურაზ ბერიშვილის სახლიდან დაახლოებით 300 000 ლარის ღირებულების ძვირფასეულობა წაიღეს, 2 წლის წინ მოხდა. შემთხვევიდან მალევე პოლიციამ 32 წლის კაცი დააკავა - სასამართლომ, გიორგი გოგობერიშვილს, 7 წლით პატიმრობა შეუფარდა. შაბათის ფორმულამ ამ  ხმაურიანი საქმის მასალები მოიპოვა - ეს არის ექსპერტიზის დასკვნები, ჩვენებები, მათ შორის მამაოს დაკითხვის აუდიო ჩანაწერი, სადაც სამების ტაძრის მსახური, გამომძიებლებს უყვება, რომ იცის ვინ არიან ის პირები, ვინც მისი სახლის გაქურდვა დაგეგმეს. სამების ტაძრის მამაო, შაბათის ფორმულასთან ინტერვიუში ამბობს, რომ  პოლიციასთან არ თანამშრომლობს და გვარწმუნებს, რომ დიდი რაოდენობით ნაღდი ფული და ძვირფასეულობა, რომელიც მისი სახლიდან წაიღეს, მისი მრევლის შემოწირულობაა. შაბათის ფორმულას საქმის მონაწილე, მსჯავრდადებული ციხიდან დაუკავშირდა. ის სამივე ინსტანციის სასამართლომ დამნაშავედ ცნო, მიუხედავად იმისა რომ საქმეში არ იძებნება პირდაპირი მტკიცებულებები რომ გიორგი გოგობერიშვილი მღვდლის სახლში ნამდვილად იმყოფებოდა და 300 ათასი ლარის ძვირფასი ნივთები და ფული გამოზიდა. პატიმარი შაბათის ფორმულას უყვება, რომ ქურდობის დღეს მთაწმინდაზე საერთოდ არ იმყოფებოდა, მის დაკავებას კი კრიმინალურ წარსულს  უკავშირებს.


close დახურვა