ვინ ანაცვლებს წერეთლის რეაბილიტაციის პირობების დარღვევის გამო ჩახსნილ კომპანიებს. ერთ-ერთი ფირმის დირექტორი ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის მეგობარია და შპს რამდენიმე მილიონსაც მიიღებს. შეკითხვებია მერიის მიერ შერჩეულ სხვა კომპანიებთანაც. ორ კვირაში რომც დასრულდეს წერეთლის საგზაო სამუშაოები, რაც რეაბილიტაციის პროექტის მხოლოდ ნაწილია, სამუშაოების ხარისხი მაინც არ იქნება დამაკმაყოფილებელი. ეს მკვლევრების მოსაზრებაა. ახალშერჩეული ზოგიერთი კომპანიის მიერ დედაქალაქის სხვა ადგილზე ჩატარებულ სამუშაოებს კალაძე თავადვე უწოდებდა კატასტროფულს, ახლა კი წერეთელზე დაასაქმა და მილიონებს გადაუხდის.
ვინ დაასრულებს წერეთლის გამზირის სამუშაოებს
17 იან 202420:07
3 წუთის საკითხავი