logo
ENG



ვინ მოხვდა სანქცირებულთა სიაში - შაბათის ფორმულა

08 ივნ 202420:26
3 წუთის საკითხავი
 

ვინ მოხვდა სანქცირებულთა სიაში? ივანიშვილის მორჩილი უმრავლესობის წევრები, ცდილობენ საიდუმლოდ დატოვონ ვის შეეზღუდა გადაადგილება შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, თუმცა შაბათის ფორმულას ინფორმაციით - ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა, მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობის გამო, სავარაუდოდ უკვე დაასანქცირა გდდ-ის უფროსი ზვიად ხარაზიშვილი - იგივე ხარება. სანქციების პირველ პაკეტში, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სავარაუდოდ უკვე მოყვნენ საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსნებიც - ვაჟა სირაძე და გოგა მემანიშვილი, რომელიც ერთ-ერთია ვინც ახალგაზრდების ძალადობრივ დაკავებებს არ ერიდება.

 


close დახურვა