logo
ENG



ვინ ტოვებს ნაციონალურ მოძრაობას

05 დეკ 202320:05
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალურ მოძრაობაში გაყრის პროცესი გრძელდება. ყოველდღიურად ირკვევა, ვინ აპირებს წასვლას და ვინ დარჩენას. ბათუმის შემდეგ, პოლიტიკურ გუნდს დაემშვიდობნენ ზუგდიდშიც, პარტია წევრების ნაწილმა დატოვა. ზუგდიდს დღესვე მოჰყვა ჭიათურა. უკვე გაისმა მოწოდება ნაციონალური მოძრაობიდან, რომ წასულებმა საკრებულოს მანდატებიც დატოვონ. "ალბათ, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ეს გზა უნდა გაევლო და დარწმუნებული ვარ, უფრო გაძლიერებული და წელში გამართული გამოვა ამ პროცესებიდან", - დაწერა დღეს მიხეილ სააკაშვილმა და ახსენა ერთიანობის უალტერნატივობა.


close დახურვა