პროტესტი რეგიონებში. სხვადასხვა მუნიციპალიტეტში სოციალური პრობლემების გამო აქციები გაიმართა. განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია კასპმა, რომელიც პოლიტიკურ ტატამად იქცა. ქართულმა ოცნებამ უკმაყოფილო მოქალაქეების აქციაზე თავისი კოორდინატორები და საჯარო მოხელეები გაგზავნა.
ხელისუფლებამ ოპოზიციის შეკრებას კონტრაქცია მოუწყო. ხალხი სოციალური პრობლემების გამო გამოვიდა, ქართული ოცნების კმაყოფაზე მყოფმა პირებმა კი დაპირისპირება შექმნეს. ჟურნალისტებმა ოცნების მიგზავნილ კოორდინატორებში ეგრეთ წოდებული ცოცხების აქციის მონაწილეებიც ამოიცნეს.