ვიოლა ფონ კრამონმა ტვიტერზე დაწერა, რომ სალომე ზურაბიშვილის როლი არჩევნების პერიოდში მნიშვნელოვანი იქნება.
ევროპარლამენტარი სალომე ზურაბიშვილის პოზიციას გამოეხმაურა - პრეზიდენტმა თქვა, რომ საქართველოში კოალიციური მმართველობის დრო დადგა.
"ეს არის საქართველოს პრეზიდენტის მნიშნველოვანი განცხადება, მისი როლი მომდევნო კვირებში გადამწყვეტი იქნება" - თქვა ვიოლა ფონ კრამონმა
სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ გამოცემა კვირის ჟურნალთან საუბრისას თქვა, რომ 9-წლიანი უმრავლესობის მთავრობის შემდეგ, კოალიციური მთავრობა აუცილებელია.
"პოლარიზაციის გადალახვა ძალიან რთულია. 9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია. თუმცა, რთულია იმის დანახვა, თუ როგორ შეძლებს ფუნქციონირებას, როდესაც პოზიციები ამდენად ანტაგონისტურია", - ამბობს ზურაბიშვილი.
