logo
ENG



ვირუსთან დაკავშირებით ოცნების ახალგაზრდულმა ფრთამ მოხალისეობრივი შტაბი დააფუძნა

17 მარ 202018:21
3 წუთის საკითხავი
 

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა ქვეყანაში შექმნილი სიტუაციისა და კორონავირუსით გამოწვეული პრობლემების გამო, მოხალისეობრივი შტაბი დააფუძნეს.

ორგანიზაციის წევრების განცხადებით, შტაბი ზეპარტიულია და მათი კარი ყველა სრულწლოვანისთვის ღიაა.

ორგანიზაციამ ახალი ვებგვერდიც შექმნა, სადაც კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაცია და შტაბის მუშაობის სამოქმედო გეგმა გამოქვეყნდება.

 


close დახურვა