logo
ENG



ვირუსის მეოთხეული და მეხუთეული გადაცემების შემთხვევები გარდაუვალია - ცერცვაძე

19 მარ 202008:00
3 წუთის საკითხავი
clock 1266

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ვირუსის მეოთხეული და მეხუთეული გადაცემების შემთხვევები გარდაუვალია.

როგორც ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ბუნებრივი პროცესებია რომლის დაწყებაც ქვეყანაში დროის საკითხია.

თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ამიერიდან ტესტირება არამხოლოდ რისკ-ჯგუფის პაციენტებს, არამედ ყველა საეჭვო სიმპტომებიან პირს ჩაუტარდება.

"მეოთხეული და მეხუთეული გადაცემების დაწყება გარდაუვალია. ეს დროის ამბავია. ყველა ქვეყანაში ასე მოხდა. ადამიანებს შორის ურთიერთობას ვერ აკრძალავ. ტესტირება უტარდებოდა მათ ვინც მოგზაურობდა და ჰქონდა სიმპტომები. ახლა გაუკეთდება ყველას, ვისაც ექნება კლინიკური გამოვლენა", - განაცხადა ცერცვაძემ.

მედიკოსები მოსახლეობას covid-19 ისგან თავის დასაცავად ყველა იმ რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ, რომელიც ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერაა გაცემული.

"აუცილებელია შევასრულოთ ყველა რეკომენდაცია, რომ როგორმე ავიცილოთ თავიდან ფართო გავრცელება საქართველოში. ინფიცირებულთა რაოდენობა საშუალოა. რაც შეეხება არასრულწლოვნებს მათი მდგომარეობა მძიმე არ არის", - აღნიშნა ბოქსირებული განყოფილების დირექტორმა, მარინა ენდელაზემ

რაც შეეხება ქვეყანაში ინფიცირებულების რაოდენობას, ამ დროისთვის კორონავირუსის 38 შემთხვევაა გამოვლენილი, კარანტინში კი 1 344 ადამიანია. 


close დახურვა