ჯანდაცვის ახალი მინისტრის უნდა იყოს პრინციპული - ხაზგასმით განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. სიტყვა "პრინციპულით" გადამდგარმა მინისტრმა მიანიშნა, რომ სწორედ ამ თვისების ნაკლებობაა მთავრობაში და მისი თანამდებობიდან წასვლის მიზეზიც გახდა. ტიკარაძემ თავი შეიკავა არჩილ თალაკვაძის შეფასებისგან.
სწორედ თალაკვაძე დაწინაურდა კანდიდატებს შორის. დეპუტატი ჯანდაცვის სისტემაზე ისე ლაპარაკობს, როგორც უკვე მოქმედი მინისტრი. ტიკარაძე და თალაკვაძე დღეს ერთად გამოჩნდნენ. საინტერესოა, რომ ეკატერინე ტიკარაძის მინისტრად დანიშვნის შემდეგ თალაკვაძის ძმა სამინისტროდან გაუშვეს.