საქართველოს ხელისუფლებისთვის ვაშინგტონიდან ახალი შეზღუდვებია მოსალოდნელი. ახალი ტალღა სავარაუდოდ ფინანსურ სანქციებს მოიცავს და არც იმის გარკვევა და გამოცნობა გახდება საჭირო, თუ ვის შეეხება ის. სანქციების შესახებ ინფორმაციას ამერიკის ხაზინის დეპარტამენტი გამოაქვეყნებს. დამატებითი ზომები რომ რეალურია, ამაზე თავად სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.