logo
ENG



ვისაც სიცხე ქონდა ისინი დატოვეს - იტალიიდან თბილისში მორიგი რეისი განხორციელდა

03 მარ 202007:56
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან მორიგი რეისი განხორციელდა. მგზავრები ქალაქ მილანიდან ჩამოვიდნენ. ისინი ამბობენ, რომ  სამედიცინო შემოწმება გაიარეს როგორც მილანში, ისე საქართველოში. იტალიასთან ერთად მგზავრები სხვა რეისებიდანაც შეამოწმეს.

ერთ-ერთი მგზავრის, მანანა გოგლიძის ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანს აეროპორტში სამედიცინო კონტროლის დროს ტემპერატურა დაუფიქსირდა. 

„თავიდან რომ შემოვედი ყველას სათითაოდ გვატარებდნენ და კამერით გადაიღეს. მერე მე გამიყვანეს იქით, არ ვიცი რა მოხდა. სიცხე გაგვიზომეს ყველას. ვისაც სიცხე არ გვქონდა, შეგვავსებინეს რაღაც და გამოგვიშვეს, ხოლო ვისაც სიცხე ქონდა, ისინი დატოვეს“, - განაცხადა მან.

close დახურვა